იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატები, შეიძლება 30 ივნისამდე ვერ დასრულდეს
იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატები, შეიძლება 30 ივნისამდე ვერ დასრულდეს

იტალიური სერია A-სა და ესპანური ლა ლიგას ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ არსებობს რისკი – ვერ დაასრულონ ჩემპიონატები 30 ივნისამდე, როგორც ამას უეფა ითხოვს.

ესპანეთის ჩემპიონატში 11 ტურია გასამართი, იტალიაში – 12.

თუ სეზონის განახლება არ მოხერხდება მაისის პირველი რიცხვებიდან, ორივე ლიგამ, შესაძლოა ვერ მოასწროს გათამაშების დროულად დასრულება. მით უმეტეს, რომ ამ ლიგების ბევრი გუნდი პარალელურად ევროთასებზე აგრძელებს ბრძოლას.

სერია A-სა და ლა ლიგას წარმომადგენლები აპირებენ თხოვნით მიმართონ უეფა-ს – გადაიტანონ სეზონის დასრულების ოფიციალური თარიღი.