იტალიის ჩემპიონატში სამი მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო
იტალიის ჩემპიონატში სამი მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

იტალიის სერია A-ში კვირას გასამართი სამი შეხვედრა კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა.

„სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორმა აპირებს, შეაჩეროს ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც კვირას ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებშია დაგეგმილი”, – განაცხადა კონტემ.

ამ რეგიონებში 23 თებერვალს უნდა გამართულიყო სამი მატჩი: „ინტერი“-„სამპდორია“, „ვერონა“-„კალიარი“ და „ატალანტა“-„სასუოლო“. ამ თამაშების ახალი თარიღის შესახებ ცნობილი არ არის.

სულ იტალიაში 79 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, ორი მათგანი გარდაიცვალა.