იტალიის ჩემპიონატში რონალდო ყველაზე მეტს იღებს - მეორეზე დე ლიგტია
იტალიის ჩემპიონატში რონალდო ყველაზე მეტს იღებს - მეორეზე დე ლიგტია

იტალიურმა გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტ“-მა (La Gazzetta dello Sport) გამოაქვეყნა სერია A-ში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის ხელფასი.

შარშან, იტალიაში კრიშტიანო რონალდო გადავიდა და ყოველწლიური ხელფასების რეკორდის პროვოცირება გამოიწვია. საბოლოოდ, საერთო სახელფასო ბიუჯეტმა 1 129 მილიარდი ევრო შეადგინა – ეს 200 მილიონით მეტია, ვიდრე 2017 წელს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი სახელფასო მონაცემებიდან:

  • 1.36 მილიარდი ევრო – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტურნირის ისტორიაში.
  • „იუვენტუსი“ ყველაზე მეტს ხარჯავს – 294 მილიონი ევრო. მეორეზეა „ინტერი“, რომელიც ფეხბურთელებს 139 მილიონს უხდის.
  • სერია A-ს ყველაფერი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია – კრიშტიანო რონალდო. ის სეზონში იღებს 31 მილიონ ევროს (600 ათასს კვირაში). ეს უფრო მეტია, ვიდრე ოთხი კლუბის სახელფასო ბიუჯეტი – „უდინეზე“ (30 მილიონი), სპალ (30 მილიონი), „ბრეშა“ (28 მილიონი) და „ვერონა“ (25 მილიონი).
  • რონალდოს შემდეგ მოდის – დე ლიგტი. მინო რაიოლამ 20 წლის ჰოლანდიელისთვის 12 მილიონი გამოსტაცა ტურინელებს.
  • რონალდოსა და დე ლიგტის გარდა, მხოლოდ 11 ფეხბურთელი (მათ შორის, რვა “იუვენტუსიდან”) იღებს წელიწადში ექვს მილიონზე მეტს: რომელუ ლუკაკუ (7.5 მილიონი), გონსალო იგუაინი (7.5 მილიონი), პაულო დიბალა (7.3 მლნ), ადრიენ რაბიო (7.0 მილიონი), აარონ რემზი (7 მლნ.), მირალემ პიანიჩი (6.5 ???), დუგლას კოშტა, მარიო მანჯუკიჩი, სამი ხედირა ჯანლუიჯი დონარუმა და კალიდუ კულიბალი (ყველა – 6 მილიონი).
  • თავიანთ გუნდებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ათეული: რონალდო („იუვენტუსი“, 31 მლნ), ლუკაკუ („ინტერი“, 7.5 მლნ), ჯეკო (“რომა”, 5 მლნ), დონარუმა („მილანი“, 6 მლნ), კულიბალი („ნაპოლი“, 6 მლნ), რიბერი („ფიორენტინა“, 4 მლნ), ნაინგოლანი („კალიარი“, 3 მლნ), მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“, 2.5 მლნ), დესტრო („ბოლონია“, 2 მლნ), ნეიმარი („ტორინო“, 1.7 მლნ).
  • „ინტერის“ სამი ახალბედა სათავეში უდგას კლუბის სახელფასო ბიუჯეტს: ლუკაკუ (7.5 მლნ), გოდინი (6 მლნ) და სანჩესი (5 მლნ).
  • ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ხელფასის ოდენობით ბოლოსწინა ადგილზეა „იუვენტუსში“. 41 წლის ფეხბურთელი წელიწადში 1.5 მილიონს იღებს. უფრო ნაკლები მხოლოდ მესამე მეკარეს კარლო პინსოლიოს აქვს – 300 ათასი ევრო.
  • საუკეთესო ბომბარდირი შარშანდელ სეზონში ფაბიო კვალიარეალა „სამპდორიაში“ იღებს 1.2 მილიონ ევროს.
  • სიმბოლური ნაკრები იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ყველაზე მეტს იღებენ: დონარუმა – დე ლიგტი, ბონუჩი, კულიბალი – სანჩესი, რემზი, რაბიო, დუგლას კოშტა – დიბალა, ლუკაკუ, კრიშტიანო რონალდო.