იტალიის ჩემპიონატში მწვანე ფორმით თამაშს აკრძალავენ #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში მწვანე ფორმით თამაშს აკრძალავენ #1TVSPORT

2022-23 წლების სეზონიდან იტალიის სერია A-ს კლუბები ვერ შეძლებენ მწვანე მაისურებით თამაშს, – დაწერა გამოცემა Football Italia-მ.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სატელევიზიო კომპანიების სურვილებიდან გამომდინარე, რომლებსაც აწუხებთ ის, რომ ტრანსლიაციების დროს, მწვანემაისურიანი ფეხბურთელები შეერწყმებიან მინდორს.

ეკიპირების წესებში ცვლილებები ასევე შეეხება გეტრებსა და ტრუსებს.

სერია A-მ ამის შესახებ ნაადრევად გამოაცხადა იმის გამო, რომ კლუბებმა წინასწარ იზრუნონ ახალი სათამაშო ფორმის შექმნაზე.