იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტო“ დაამარცხა #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტო“ დაამარცხა #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ტრენტო“ დიდი ანგარიშით, 108:61 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ტრენტოს“ წინააღმდეგ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 17 წუთში 15 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა დააგროვა. ქულათა მაჩვენებლით ის თავის გუნდში მხოლოდ მარკო ბელინელის ჩამორჩა (20).

იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი „ვირტუს ბოლონიამ“ 22 მოგებით დაასრულა და გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.

შენგელიას გუნდი პლეი ოფისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც მისი მეტოქე რეგულარულ სეზონში მერვე ადგილზე გასული „ტორტონა“ იქნება.