იტალიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა „ლაციოს“ ახალი წელი არ მიულოცეს
იტალიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა „ლაციოს“ ახალი წელი არ მიულოცეს

2021 წლის პირველ იანვარს, იტალიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ქვეყანასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი წელი მიულოცეს.

სპეციალურ საზეიმო „ბანერზე“ იტალიის მთავარი საფეხბურთო ტურნირის თითოეული კლუბის ერთი წარმომადგენლი გამოსახეს, მაგრამ გულშემატკივრებმა მალევე შეამჩნიეს, რომ სკუდეტოსთვის მებრძოლთა 20 გუნდიდან, პლაკატზე 19 კლუბის ფეხბურთელი ჩანდა და ერთადერთი გამონაკლისი რომაული „ლაციო“ იყო.

უხერხული შეცდომა უამრავმა ადამიანმა შეამჩნია და იტალიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ტვიტერის გვერდზე „ბანერი“ შეცვალეს.

ახალ პლაკატზე რონალდოს, ლუკაკუს, იბრაჰიმოვიჩისა და სხვათა გვერდით, „ლაციოს“ ვარსკვლავის, ჩირო იმობილეს გამოსხულებაც გაჩნდა.