იტალიის ჩემპიონატი - XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* სპალ-მა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო მატჩი სერია A-ში.
* „მილანმა“ მარტის შემდეგ პირველად გაიტანა მატჩში ორი გოლი.
* სერია A-ში ოთხი ფეხბურთელია, რომლებსაც მინიმუმ 20 გოლი აქვთ გატანილი. ტოპ5 ქვეყნების არც ერთ სხვა ჩემპიონატს არ ჰყავს ამდენი ბომბარდირი.
* დრის მერტენსი 107 გოლით „ნაპოლის“ ყველა დროის მესამე ბომბარდირი გახდა.
* ბოლო 25 ტურინული დერბიდან „ტორინომ“ მხოლოდ ერთი მოიგო – 2015 წლის აპრილში.

შედეგები

იუვენტუსი-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ლუკიჩი (18), 1:1 რონალდო (84)

კიევო-სპალ 0:4
გოლები: 0:1 ფელიპე (8), 0:2 ფლოკარი (47), 0:3 ფელიპე (55), 0:4 კურტიჩი (81)

უდინეზე-ინტერი 0:0

ემპოლი-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 ფარიასი (54)

ლაციო-ატალანტა 1:3
გოლები: 1:0 პაროლო (3), 1:1 დ. საპატა (22), 1:2 კასტანიე (58), 1:3 ჯიმშიტი (76)

პარმა-სამპდორია 3:3
გოლები: 1:0 ბრუნო ალვეში (2), 1:1 კვალიარელა (26-პენ), 1:2 დეფრელი (38), 1:3 კვალიარელა (61), 2:3 კუცკა (67-პენ), 3:3 ბასტონი (72)

სასუოლო-ფროზინონე 2:2
გოლები: 0:1 სამარკო (8), 0:2 პაგანინი (36), 1:2 ფერარი (66), 2:2 ბაბაქარი (78)

ჯენოა-რომა 1:1
გოლები: 0:1 ელ შაარავი (82), 1:1 რომერო (90+1)

ნაპოლი-კალიარი 2:1
გოლები: 0:1 პავოლეტი (63), 1:1 მერტენსი (85), 2:1 ინსინიე (90+8-პენ)

მილანი-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 სუსო (37), 2:0 ბონინი (67), 2:1 დესტრო (72)

სატურნირო მდგომარეობა

1. იუვენტუსი – 89
2. ნაპოლი – 73
3. ინტერი – 63
4. ატალანტა – 62
5. რომა – 59
6. მილანი – 59
7. ტორინო – 57
8. ლაციო – 55

ბომბარდირები

25 – კვალიარელა (სამპდორია)
22 – დ. საპატა (ატალანტა)
21 – პიონტეკი (მილანი)
21 – რონალდო (იუვენტუსი)