იტალიის ჩემპიონატი, შესაძლოა 31 მაისს განახლდეს და 3 აგვისტოს დასრულდეს
იტალიის ჩემპიონატი, შესაძლოა 31 მაისს განახლდეს და 3 აგვისტოს დასრულდეს

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტიმ განაცხადა, რომ 3 მაისს, შესაძლოა ქვეყანაში კარანტინი გაუქმდეს და ასეთ შემთხვევაში გუნდები ვარჯიშის განახლებას 4 მაისიდან გეგმავენ, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ იტალიის ჩემპიონატი 31 მაისს განახლდეს და 3 აგვისტოს დასრულდეს. მაყურებლის სტადიონებზე დაშვება არც განიხილება – ყველა მატჩი ცარიელ ტრიბუნებთან ჩატარდება.

იმ რეგიონების კლუბებს, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, თამაშების გამართვა ნეიტრალურ სტადიონებზე მოუწევთ. ასეთი გუნდებია: „მილანი“, „ინტერი“, „ბრეშია“ და „ატალანტა“.