იტალიის ალპებში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა
იტალიის ალპებში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა

იტალიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს სამი მოთხილამურის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ მეოთხე დაკარგულ მოთხილამურეს.

ზვავი იტალიის ზამთრის კურორტ კურმაიორთან ჩამოწვა. მაშველები ორ ბრიტანელ და ორ ფრანგ მოთხილამურეს ეძებდნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო შეფერხებით მიმდინარეობს.

იტალიის ალპური სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზვავს ქვეყანაში რვა ადამიანი ემსხვერპლა.