იტალიელი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

22:21, 04.05.2026

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უკრაინის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება იტალიელი სპეციალისტი ანდრეა მალდერა.

მალდერას ბოლო სამუშაო ადგილი იყო „მარსელი“, სადაც ის რობერტო დე ძერბის ეხმარებოდა. 2016-დან 2021 წლამდე მალდერა უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო ჯგუფში მუშაობდა.

2023 წლის ზაფხულიდან 2026 წლის აპრილამდე უკრაინის ნაკრებს ხელმძღვანელობდა სერგეი რებროვი, რომელმაც ვერ გაიყვანა გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.

მსგავსი