იტალიელი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიაზე - მსგავსი მოთამაშე ბევრი არაა და მისი გადამეტებული კრიტიკა მიუღებელია #1TVSPORT
იტალიელი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიაზე - მსგავსი მოთამაშე ბევრი არაა და მისი გადამეტებული კრიტიკა მიუღებელია #1TVSPORT

„რომასა“ და „სალერნიტანას“ ყოფილმა მწვრთნელმა, ვალტერ საბატინიმ Radio Goal-თან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკოსებს უპასუხა.

„ტურინში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, „ნაპოლიში“ უკვე დიდი ხანია, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სამი თვის წინ ვერავინ იფიქრებდა, გუნდი ასე თუ ათამაშდებოდა. ამაში მწვრთნელის, ანტონიო კონტეს და სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას დამსახურებაა. მათ ხელში გუნდმა კრიზისი დასძლია.

მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ვილაპარაკო. მართალია, ბოლო შეხვედრებში ის შედეგიანობით არ გამოირჩევა და ხალხს ეს ალაპარაკებს. მაგრამ, მსგავსი მოთამაშე გუნდს ბევრს არ ჰყავს. არ შეიძლება ისეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კონტე შესანიშნავად მუშაობს. მასთან ფეხბურთელები იზრდებიან. ამას ჩვენ ახლა, „ნაპოლიშიც“ ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, ის გუნდთან ერთად შესანიშნავ შედეგებს მიაღწევს“, – თქვა ვალტერ საბატინიმ.