იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში ჩამოვიდა - ძაკარდო ბათუმის „დინამოსთან“ თანამშრომლობას აპირებს #1TVSPORT
იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში ჩამოვიდა - ძაკარდო ბათუმის „დინამოსთან“ თანამშრომლობას აპირებს #1TVSPORT

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ამჟამად ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი, კრისტიან ძაკარდო საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე გუნდის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს შეხვდა – ინფორმაციას ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ახლა უკვე ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი – კრისტიან ძაკარდო და ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გვესტუმრნენ“, – წერს ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახური.

ინფორმაციაში მითითებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბათუმის „დინამოსთან“ თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით აპირებს.

„არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ იტალიელ საფეხბურთო მენეჯერთან გამართა, საუბარი შეეხო სამომავლო ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ, ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის განვითარებას, პერსპექტიული მოთამაშეების მოძიებას და ძირითადი გუნდის გაძლიერებას“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდო არის სწორედ ის მენეჯერი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადაიყვანა. „სპეციას“, „ბოლონიას“, „პალერმოს“, „ვოლფსბურგის“, „პარმას“ და „მილანის“ მცველი, 2006 წელს კი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

2006 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ნაკრების შემადგენლობაში სულ ჩაატარა 17 მატჩი და ერთი გოლი გაიტანა.