იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე რომის „ლაციოს“ სამიზნეშია #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე რომის „ლაციოს“ სამიზნეშია #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიის სერია A-ს კლუბი „ლაციო“ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს.

როგორც ჟურნალისტი წერს, რომაული კლუბი ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებს და ფრანგულ მხარეს 2000 წელს დაბადებული გიორგი მიქაუტაძის თაობაზე უკვე მიმართა.

გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. მიქაუტაძემ კარიერაში პირველი ნაბიჯები საფრანგეთში, „მეცის“ ახალგაზრდულ გუნდში გადადგა. მისი დებიუტი „ნიცას“ წინააღმდეგ 2019 წელს შედგა.

მოგვიანებით ქართველი ბელგიაში გაემგზავრა და „სერენის“ რიგებში გამოჩნდა. „მეცში“ ხანმოკლე დაბრუნების დროს მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ ითამაშა ლიგა 1-ში, „ლილის“ წინააღმდეგ. საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, ქართველი თავდამსხმელი გუნდს შეიცვლის.