იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელიას ამ საქციელისთვის ტაშს ვუკრავ, მან იფიქრა, რომ მეტოქეს სერიოზული ტრავმა ჰქონდა #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელიას ამ საქციელისთვის ტაშს ვუკრავ, მან იფიქრა, რომ მეტოქეს სერიოზული ტრავმა ჰქონდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის საქციელი ამ შეხვედრიდან იტალიურ მედიაში მაინც გამოარჩიეს.

Corriere della Sera-სა და RaiRadio2-ის ჟურნალისტმა, ტომაზო ლაბატემ „ნაპოლი“-„ინტერის“ მატჩიდან მეორე ტაიმის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ორთაბრძოლის დროს „ინტერის“ მცველი დენზელ დუმფრისი მოედანზე დაეცა.

ამ დროს „ნაპოლი“ უტევდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ჟესტით თანაგუნდელებს სასწრაფოდ თამაშის შეჩერება მოსთხოვა, რადგან იმ ეპიზოდში ისე ჩანდა, რომ მილანელთა ნიდერლანდელი ლეგიონერი თავს ცუდად გრძნობდა.

„აპლოდისმენტები კვარაცხელიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ თანაგუნდელებისთვის თამაშის განახლებაში ხელი შეეშალა. მას შეეშინდა და ფიქრობდა, რომ დუმფრისმა სერიოზული ტრავმა მიიღო. გამორჩეული ფეხბურთელი გამორჩეული ადამიანიცაა“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

საბედნიეროდ, „ინტერის“ ნიდერლანდელი მცველის ტრავმა იმ ეპიზოდში საშიში არ აღმოჩნდა და დენზელ დუმფრისმა თამაში განაახლა, თუმცა მან 77-ე წუთზე მოედანი მაინც დატოვა.