იტალიელი ჟურნალისტი - ძალიან მინდა, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ვიხილო #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტი - ძალიან მინდა, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ვიხილო #1TVSPORT

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის წიგნში Grand Hotel Calciomercato-ში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ  დაწერა და ფრაგმენბტებიც AreaNapoli-ი აქვეყნებს.

„ძალიან მინდა, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ვიხილო. ის 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად, ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ხვიჩას არანაირი ზეწოლა არ აქვს და გააჩნია დარტყმა, რომელიც შეიძლება მაყურებელს მოეწონოს“ – წერს Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი.

დი მარციო მნიშვნელოვან დეტალს უსვამს ხაზს – რომ ქართველს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია:

„ხვიჩამ იცის, რა უნდა გააკეთოს დიდ მატჩებში. გრძელფეხა, 183 სმ სიმაღლის თავდამსხმელი მარჯვენა ფეხით შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მარცხენასაც ოსტატურად ფლობს. ფიზიკურად კარგი და ფეთქებადია. აქვს შესანიშნავი აჩქარება და ტემპის შეცვლა შეუძლია. ტექნიკის მხრივ ის ძალიან კარგია, არ ეშინია დრიბლინგის და ორივე ფეხით თამაშის“.