იტალიელები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ - „იუვენტუსი“ არა მხოლოდ კვარაცხელიას, არამედ „დინამოელ“ გაგნიძესაც აკვირდება #1TVSPORT
იტალიელები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ - „იუვენტუსი“ არა მხოლოდ კვარაცხელიას, არამედ „დინამოელ“ გაგნიძესაც აკვირდება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საქმე უკვე გააკეთა – მისი კარგი თამაშიდან გამომდინარე ქართული საფეხბურთო ბაზარი ევროპული გრანდების ყურადღების ობიექტი გახდა. ახლა ცნობილი გახდა, რომ იტალიური გრანდი „იუვენტუსი“ არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელაის, არამედ 18 წლის ლუკა გაგნიძესაც აკვირდება – ამ სენსაციურ ინფორმაციას იტალიური ინტერნეტ-პორტალი grandhotelcalciomercato ავრცელებს.

გამოცემა თბილისის „დინამოს“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ მთავარ იმედზე წერილს აქვეყნებს, – „რეჟისორი – 18 წლის გაგნიძე, რომელსაც უკვე ევროპელი ცნობილი გუნდები აკვირდებიან“.

„იტალიაში უკვე არიან ისეთები, ვინც მას უყურებს და მის სამშობლოში დამკვირვებლები გააგზავნა. ახლა ქართული ფეხბურთი დიდ წინსვლას განიცდის: იქ ბევრი ახალგაზრდაა, ვინც მოსწონთ და ისინი მეორე დონის კლუბებში ნამდვილად არ არიან. უბრალოდ დაფიქრდით – საქართველოში აკადემიების დაარსება „იუვენტუსს“, „მანჩესტერ სიტის“, „ბარსელონას“ და ბევრ სხვა კლუბს სურს. ეს არ არის მცირე დეტალი და ლუკა გაგნიძის მსგავსი მოთამაშეები შეეცდებიან ამ ინტერესით ისარგებლონ“, – წერს იტალიური ინტერნეტ-პორტალი.

grandhotelcalciomercato ლუკა გაგნიძეზე კონკრეტულ ინფრომაციებს ავრცელებს.

„ვინ არის ის: ძველი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ცენტრალური ნახევარმცველი. 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელი ძალიან მაღალი (175 სმ) და ფიზიკურად ძალიან გამორჩეული არაა. მაგრამ თამაშის ხედვა გააჩნია, რაც საქართველოში უკვე გამოავლინა და თანაც ისეთ მნიშვნელოვან კლუბში, როგორიცაა „დინამო თბილისი“. სეზონის დაწყების შემდეგ, გაგნიძემ რვა მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 პასი. მას ბევრი უყურებს. „იუვენტუსმა“ 2020 წელს შენიშნა. ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, მაგრამ ეს ახალგაზრდა ერთ-ერთი მათგანია, ვინც „იუვენტუსის“ სკაუტების ობიექტში მოხვდა, ისევე როგორც სერია ა-ს სხვა გუნდების სიაში. გაგნიძემ იცის, რომ მას აქვს კარგი პოტენციალი, ისევე როგორც ბევრს საქართველოში“.