იტალიაში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
იტალიაში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

იტალიაში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ერთი ადამიანი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.

სიცილიაზე, პალერმოს რეგიონში უეცრად ადიდებული მდინარე საცხოვრებელ სახლში შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიხრჩო. კიდევ ორი ადამიანი კი ავტომობილში აღმოაჩინეს დაღუპული.

სტიქიისგან დაზარალებულ სიცილიაზე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ჯუზეპე კონტეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად და ჰუმანიტარული დახმარების პირველი პაკეტის შესადგენად მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება.

იტალიაში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მილიონობით ხე მოთხარა. ყველაზე მძიმე ვითარება კი ჩრდილოეთით, ტრენტინოსა და ვენეტოს რეგიონებშია.