იტალიაში საყოველთაო კარანტინი დღესასწაულების შემდეგ, დასვენების დღეებში შენარჩუნდება
იტალიაში საყოველთაო კარანტინი დღესასწაულების შემდეგ, დასვენების დღეებში შენარჩუნდება

იტალიაში საყოველთაო კარანტინი დღესასწაულების შემდეგ, დასვენების დღეებში შენარჩუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. მათივე გადაწყვეტილებით, შეზღუდვები სამუშაო დღეებში შემსუბუქდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ყველა ბარი და რესტორანი კვირის ბოლომდე, დასვენების დღეებშიც დახურული დარჩება. ქალაქებს შორის გადაადგილება კი, მინიმუმამდე შემცირდება.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იტალია შეზღუდვების ძველ, მესამე დონეს უბრუნდება, რომლის მიხედვით სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი.

იტალიელებმა შობისა და ახალი წლის დღესასწაული ძირითადად სახლში გაატარეს. მოსახლეობას სახლების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურის, ჯანმრთელობის ან სხვა გადაუდებელი მიზეზით შეეძლოთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 2.15 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის პანდემიამ 75 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.