იტალიაში სატრანსფერო ფანჯრის თარიღები დაასახელეს
იტალიაში სატრანსფერო ფანჯრის თარიღები დაასახელეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის ახალი ვადები.

როგორც ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, კლუბები ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციას პირველი სექტემბრიდან ხუთ ოქტომბრამდე შეძლებენ. ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა ტრანსფერების ზამთრის პერიოდზე. ის დაიწყება 4 იანვარს და 2021 წლის 31 იანვარს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სერია ა 20 ივნისს განახლდება. გათამაშების ცხრილის ლიდერი „იუვენტუსია“.