იტალიაში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 62, ქალებისთვის კი, 58 წლით განისაზღვრა
იტალიაში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 62, ქალებისთვის კი, 58 წლით განისაზღვრა

იტალიაში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 62, ქალებისთვის კი 58 წლით განისაზღვრა. შესაბამის სამთავრობო განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მოაწერა.

ახალი რეგულაციის თანახმად, მამაკაცებს პენსიაზე გასვლის უფლება არაუმცირეს 62 წლის ასაკში აქვთ, მაგრამ ამავდროულად, სულ მცირე 38 წელი უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი.

ქალებს კი, პენსიაზე გასვლისას 35-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

41 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე ქალებს და 42 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე მამაკაცებს, შეუძლიათ პენსიაზე ვადაზე ადრე გავიდნენ.

სამთავრობო განკარგულება კიდევ ერთ ცვლილებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, აბსოლუტური სიღარიბის ქვემოთ მყოფ უმწეოებს, უმუშევრებსა და ხანდაზმულებს საბაზისო შემოსავლის სახით, 780 ევრო დაენიშნებათ.