იტალიაში ქალთა ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს
იტალიაში ქალთა ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს

იტალიაში ქვეყნის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ტელეეკრანებთან უფრო მეტი მაყურებელი მიიზიდა, ვიდრე მამაკაცთა ეროვნული გუნდის მატჩმა.

„გაძეტა დელო სპორტის“ (La Gazzeta dello Sport) ინფორმაციით, ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩს იტალიასა და ბრაზილიას (0:1) შორის 7 325 000-მა ადამიანმა უყურა. ეს უფრო მეტია, ვიდრე იტალიასა და ესპანეთს შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩის აუდიტორია – 5 660 000 მაყურებელი. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი აღემატება ტელემაყურებელთა რაოდენობას იტალიის პირველი ნაკრების მატჩზე საბერძნეთის წინააღმდეგ – 5 328 000. ეს იყო ევრო 2020 წლის შესარჩევი ციკლის შეხვედრა.

ქალებში იტალიის ნაკრების წინა ორ მატჩს ავსტრალიასთან (2:1) და იამაიკასთან (5:0), შესაბამისად, 3.5 და 3 მილიონი ადამიანი უყურებდა.