იტალიაში ოთხი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს

15:42, 27.01.2020

დღეს იტალიაში სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ოთხი ძალოსნით წარსდგება.

ესენი არიან: შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე.

იტალიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველიძე (61 კგ.) წარსდგება და ასპარეზობა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი