იტალიაში მძღოლმა სასკოლო ავტობუსიდან მოსწავლეები გამოიყვანა და ტრანსპორტი დაწვა
იტალიაში მძღოლმა სასკოლო ავტობუსიდან მოსწავლეები გამოიყვანა და ტრანსპორტი დაწვა

იტალიაში, მილანთან ახლოს, მძღოლმა სკოლის ავტობუსი დაწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:50 წუთზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი მოულოდნელად ტრანსპორტიდან გადავიდა, მოსწავლეები ავტობუსიდან გადმოიყვანა, შემდეგ კი, ავტობუსს ბენზინი შეასხა და დაწვა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურები, პოლიცია და ექიმები მივიდნენ.

პოლიციამ ავტობუსის მძღოლი უკვე დააკავა. მომხდარის მოტივი ჯერ უცნობია.