იტალიაში „კოვიდ-19“-ის 23 832 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 23 832 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 23 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 401 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 27 061 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 3 387 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 104 642 ადამიანი.