იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 353 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 353 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 353 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მაისის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი ქვეყანაში 28 244 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ექვსი ათასით მეტია.

იტალიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 759 829 შემთხვევა. პანდემიას ქვეყანაში 39 412 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც პირველი ტალღის დროს, ეპიდემიის ეპიცენტრად იტალიაში კვლავ ჩრდილოეთის რეგიონი ლომბარდია რჩება.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, იტალიის ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს.