იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

გასულ ორ კვირასთან შედარებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 38 პროცენტით გაიზარდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 552 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მედიის ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 249 756 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 35 190 ადამიანი.

დატოვე კომენტარი