იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000 გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 314 პაციენტი ემსხვერპლა. შედეგად, გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 100 103 შეადგინა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირების დღიურ მონაცემებს, გამოვლენილია 13 902 ახალი შემთხვევა. სულ კი აღრიცხულია სამ მილიონზე მეტი შემთხვევა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას განცხადებით, მოსახლეობის სრულად ვაცინაციას ზაფხულისთვის გეგმავენ.