იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

22:49, 25.02.2020

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 322-ია.

ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსით გარდაცვლილების ასაკი 80 წელს აღემატებოდა.

იტალიაში ვირუსი ძირითადად ლომბარდიაშია გავრცელებული, თუმცა დღეს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის სამხრეთშიც, კერძოდ ფლორენციაში და სიცილიაზე.

მსგავსი