იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 87 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს. გარდაცვლილთა მაჩვენებელი წინა დღესთან შეადრებით 17-ით არის გაზრდილი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 მაისს ეს მაჩვენებელი 593-ს შეადგენდა.

იტალიაში სულ კორონავირუსს 33 229 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სულ 232 248 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 152 844 ადამიანი, ინტენსიურ განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა 14-ით შემცირდა და ამჟამად 475-ს შეადგენს.