იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 333 ადამიანი გარდაიცვალა

21:46, 27.04.2020

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 333 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ფატალური შემთხვევების რიცხვი 73-ით მაღალია, თუმცა ქვეყანაში 10 მარტის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იტალიაში კორონავირუსი სულ 199,414 პაციენტს დაუდასტურდა, მათ შორის, 26,977 გარდაიცვალა.

მსგავსი