იტალიაში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 2 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ბოლოს აპრილის თვეში დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივდეს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 317 409 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 35 918 ადამიანი.