იტალიაში კორონავირუსის ახალი სახეობის ერთი შემთხვევა გამოვლინდა
FILE PHOTO: People wearing protective masks walk along Via dei Condotti street on the day Italian Health Minister Roberto Speranza lays out in parliament the government's plan for mass coronavirus disease (COVID-19) vaccinations and restrictions over the Christmas period, in Rome, Italy December 2, 2020. REUTERS/Yara Nardi/File Photo
იტალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთ პაციენტს ვირუსის ისეთივე სახეობა გამოუვლინდა, როგორიც დიდ ბრიტანეთში იქნა აღმოჩენილი. ინფიცირებული პაციენტი კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ისინი იზოლაციაში არიან გადაყვანილები.