იტალიაში კორონავირუსის 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 55 ადამიანი
იტალიაში კორონავირუსის 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 55 ადამიანი

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით ხუთით მეტია. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 318 ადამიანს. წინა დღის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 178-ს შეადგენდა.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 233 515 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით იტალიაში მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს აშშ-ის, რუსეთის, ბრაზილიის, ესპანეთისა და ბრიტანეთის შემდეგ.

სულ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით იტალიაში 21 თებერვლის შემდეგ 33 530 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ იტალია, რომელმაც კორონავირუსის გამო კარანტინი პირველმა გამოაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. 3 ივნისიდან დასაშვები იქნება ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილება.

დატოვე კომენტარი