იტალიაში კორონავირუსის 21 273 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 128 ადამიანი
იტალიაში კორონავირუსის 21 273 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 128 ადამიანი

იტალიაში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ-19“ 21 273 ადამიანს დაუდასტურდა, 128 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების შეჩერების მიზნით, იტალიის მთავრობამ ახალი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები დაიხურება, ბარები და რესტორნები კი მხოლოდ 18:00 საათამდე იმუშავებს.

კონტემ ასევე თქვა, რომ ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების ჯანმრთელობისა და ეკონომიკის დაცვას და უახლოეს რამდენიმე კვირაში ეპიდემიის მზარდი მრუდი კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.