იტალიაში კორონავირუსის 21 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის 21 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 662 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის 1.71 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 59 514 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების რაოდენობა 30 158-ს შეადგენს. იტალია, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.