იტალიაში კორონავირუსის 18 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის 18 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსის 18 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ვირუსით 280 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის გამოსავლენად 323 047 ტესტირება ჩატარდა. ჰოსპიტალიზებული ადამიანების, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 18 372-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 2.91 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 97 507 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით, იტალია ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, ბრიტანეთის შემდეგ.