იტალიაში კორონავირუსის 18 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 326 ადამიანი
იტალიაში კორონავირუსის 18 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 326 ადამიანი

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 326 ადამიანი გარდაიცვალა, რაც, გასული დღის მონაცემებთან შედარებით, მცირედით მაღალია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 110 030 ადამიანი.