იტალიაში კორონავირუსის 16 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იტალიაში კორონავირუსის 16 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 475 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“ 2.369 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, პანდემიამ 81 800 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. იტალია სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზეა.

ქვეყნის ოცი რეგიონიდან სამში შეზღუდვები მაქსიმალურ, „წითელი ზონის“ დონემდე გამკაცრდა.