იტალიაში კორონავირუსის ​5 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 256 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის ​5 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 256 პაციენტი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 256 პაციენტი ემსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 5 948 ახალი შემთხვევა.

იტალიის საავადმყოფოებში ვირუსით 18 000-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 121 000-ზე მეტი პაციენტისთვის.

დატოვე კომენტარი