იტალიაში კორონავირუსის ​14 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 288 ადამიანი
იტალიაში კორონავირუსის ​14 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 288 ადამიანი

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 288 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია 14 320 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, საავადმყოფოში მკურნალობას 19 350 პაციენტი გადის.

ქვეყანაში აღრიცხულია ოთხ მილიონამდე შემთხვევა. ვირუსს იტალიაში 120 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.

იტალიამ ევროპელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა კიდევ 15 დღით გაახანგრძლივა. ამასთან, მოქმედებს ხუთდღიანი საკარანტინო პერიოდი ან სავალდებულო ტესტირება ჩასვლის დროს და იზოლაციის დასრულების შემდეგ.

დატოვე კომენტარი