იტალიაში გასული სეზონი შეაჯამეს - საუკეთესო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გახდა #1TVSPORT
იტალიაში გასული სეზონი შეაჯამეს - საუკეთესო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გახდა #1TVSPORT

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) სერია A-ში 2020-21 წლების სეზონის პრიზები დაარიგა.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა რომელუ ლუკაკუ, რომელმაც გასულ ზაფხულს „ინტერი“ „ჩელსით“ შეცვალა.

საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს ანტონიო კონტე. რომელმაც „ინტერი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა, დღეს კი „ტოტენჰემს“ ავარჯიშებს.

„ინტერი“ სეზონის საუკეთესო გუნდად აღიარეს.

2020-21 წლების ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი);

მცველები – აშრაფ ჰაკიმი (ინტერი), სტეფან დე ვრეი (ინტერი), ალესანდრო ბატონი (ინტერი), ტეო ერნანდესი (მილანი);

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (ინტერი), ფრანკ კესი (მილანი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი);

ფორვარდები – ლუის მურიელი (ატალანტა), რომელუ ლუკაკუ (ინტერი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).