იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 8 804 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი
იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 8 804 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 804 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თითქმის 1 500-ით მეტია წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით.

ასევე, გაორმაგდა ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც. ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიის რეგიონშია, სადაც ვირუსის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 300-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. ამ დროისთვის იტალიის მაშტაბით საავადმყოფოებში 5 796 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 586 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.