იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 246 ინფიცირებული

08:49, 02.03.2021

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 246 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტი 170 633 პირს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ იტალიაში 2.94 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა 97 945 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. იტალია სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილზეა.

მსგავსი