იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 32 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 331 პაციენტი

09:03, 09.11.2020

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 32 616 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 7 000-ით ნაკლებია.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 331 პაციენტი გარდაიცვალა, სულ კი ეპიდემიას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 935 000-ზე მეტი შემთხვევა.

იტალიის ხელისუფლებამ გასულ კვირას კომენდანტის საათი დააწესა და ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში საკარანტინო ზომები შემოიღო.

მსგავსი