იტალიაში დიდი საფეხბურთო სკანდალი იწყება [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩმა „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია. შეხვედრა აღინიშნა მთავარი მსაჯის, დანიელე ორსატოს რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებით: მან „იუვენტუსის“ პირველი გოლი ვიდეოგამეორების შემდეგ ჩათვალა, პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა მასიმო ვესინოს და არ გააძევა მირალემ პიანიჩი.

მატჩის შემდეგ, კამერებმა დააფიქსირეს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მიმართვა სარეზერვო არბიტრის, პაოლო ტალიავენტოს მისამართით: „სალამი, ტალია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის კარგი იყო, ხელი უნდა გაუმართო“.

ალეგრიმ გამოიყენა სიტყვა – promosso, რომელიც იტალიურში იხმარება შემდეგი მნიშვნელობით – „გამოცდა ჩაბარებულია და შეგიძლია გადახვიდე ახალ დონეზე“. გაუგებარია, ვინ იგულისხმებოდა, მაგრამ ალეგრიზე ეჭვი მიიტანეს, რომ ის ორსატოს მიერ ჩატარებულ სამუშაოს აფასებდა.

კიდევ ერთი ეპიზოდი მოხდა ხუან კუდრადოს გოლის შემდეგ. ტალიავენტომ დაიძახა: „ჩვენ დამატებით დროში მოვიგებთ“.

როგორც სააგენტო ANSA წერს, ინციდენტით დაინტერესდა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პროკურორმა, ჯუზეპე პეკორარომ უკვე მოითხოვა ვიდეომასალები საქმის განსახილველად.

„იუვენტუსმა“ 3:2 მოუგო „ინტერს“. ტურინელებმა ბოლო ორი გოლი უკანასკნელ წუთებზე გაიტანეს.