იტალიაში დააკავეს ქალი, რომელიც ავტომობილს 50 წელი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა
იტალიაში დააკავეს ქალი, რომელიც ავტომობილს 50 წელი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა

იტალიაში ქალი დააკავეს, რომელიც 50 წლის განმავლობაში ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციამ ქალი მას შემდეგ დააკავა, რაც ის ავარიაში მოყვა. 77 წლის ქალი თავდაპირველად აცხადებდა, რომ მას მართვის მოწმობა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საბუთი არასდროს ჰქონია.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა. დაკავებული ხუთი ათასი ევროთი დაჯარიმდა.