იტალიაში ჩემპიონატის განახლების შემდეგ, მატჩების ჩატარებას ყოველდღე გეგმავენ

11:44, 31.05.2020

იტალიის ჩემპიონატის განახლების შემდეგ, შეხვედრები ყოველდღე გაიმართება. ასეთი რთული გრაფიკის მიზეზი კი ის არის, რომ პირველობა ორ აგვისტომდე უნდა დასრულდეს, – იტყობინება Corriere dello sport.

შეგახსენებთ, რომ სერია ა 20 ივნისს განახლდება. მატჩები ტელევიზიებისა და კლუბების ინტერესების გათვალისწინებულ საათებში დაიწყება. ორშაბათობით, იტალიის დროით 21.00 საათზე გეგმავენ შეხვედრების ჩატარებას. სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 19.00 და 21.00-ზე, პარასკევობით დაპირისპირებები 21.00 დაიწყება. შაბათ-კვირას კი 17.15,19.30 და 21.45.

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო, იტალიაში ფეხბურთის თამაში თითქმის სამი თვეა შეჩერებულია.

მსგავსი