იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 681 ადამიანი გარდაიცვალა
Health personnel of the OSA cooperative in campers perform swabs and monitoring activities in Nerola, one of the villages in the "red zone" for a Coronavirus outbreak, during the country's lockdown due to the Coronavirus Covid-19 pandemic in Italy, 31 March 2020. Doctors explain that monitoring the Nerola population involves both swab and blood sampling and rapid test. Serological and virological tests have been activated. ANSA/MASSIMO PERCOSSI
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 681 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იტალიაში. სულ კორონავირუსს ქვეყანაში უკვე 15 362 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 805 შემთხვევა, საერთო ჯამში კი, დაფიქსირდა კორონავირუსის 124 ათასზე მეტი შემთხვევა.
ამასთან, ეპიდემიის დაწყების დღიდან პირველად, იტალიაში შემცირდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა, ასეთი პაციენტების რიცხვი ამჟამად 3 994-ს შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით 74-ით ნაკლებია.