იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 75 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, გუშინდელთან შედარებით, 61-ით ნაკლებია.

21 თებერვლიდან დღემდე იტალიაში ახალი კორონავირუსით 33 415 ადამიანი გარდაიცვალა. ეს აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 233 019 ადამიანი დაინფიცირდა. იტალია ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა აშშ-ის, რუსეთის, ესპანეთის, ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით 42 075 ადამიანი მკურნალობს. მათგან 435 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.