იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა

20:53, 05.04.2020

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლოს ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში 19 მარტს დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში იტალიაში „კოვიდ 19“-ით 2972 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსისგან თითქმის 22 000 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი